აღმოაჩინე შესაძლებლობა!

მიმართვა

დღეს, ისეთ შედარებით პატარა ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, მრავალი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საკმაოდ ხშირად რთულია ყველა მათგანისთვის თვალის დევნება მათ შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გავრცელების გამო. ჩვენ, Finder-ის გუნდი გეხმარებით აღმოაჩინოთ შესაძლებლობები თქვენთვის საინტერესო მიმართულებებით.

ამ ეტაპზე გთავაზობთ დასაქმების/სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც მოვიძიებთ როგორც კერძო, ისე საჯარო დასაქმების საიტებზე, ასევე ვიყენებთ დიდი კომპანიების საიტების დასაქმების/კარიერის გვერდებს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ზემოთ ჩამოთვლილს რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო და კომპანია დავამატოთ. ასევე, შემოგთავაზოთ ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ. ოდნავ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი გაცილებით ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა მივყვეთ მოვლენების განვითარებას...

იმედი გვაქვს საიტი გამოსადეგი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და დაგეხმარებათ როგორც თქვენი შინაგანი, ისე გარეგანი შესაძლებლობების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენებაში.